საქართველოში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
სტოპცოვ.გე-ის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 115 დადასტურებული შემთხვევაა; მათ შორის გამოჯანმრთელებული – 23; კარანტინის რეჟიმში – 5783; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 301 პირი იმყოფება.
