თბილისის მახლობლად რამდენიმე სოფელს შუქი გაეთიშება
თბილისის მახლობლად რამდენიმე სოფელს შუქი გაეთიშება
09:25 04.09.2012
თბილისის მახლობლად მდებარე რამდენიმე სოფელს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ქვესადგურში „კიკეთი“ სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, შუქი 11-დან 17 საათამდე კიკეთის, ბეთანიის და დიდების აბონეტებს არ ექნებათ.
„თელასის“ ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე, მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.

ბეჭდვა