კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა
 კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 115-მდე  გაიზარდა
11:40 01.04.2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 115 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მათ შორის 22 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 5106 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 294 ადამიანი რჩება.
ბეჭდვა