გიგი უგულავა საუნივერსიტეტო კლინიკაში დაზღვეულ თბილისელებს შეხვდა
გიგი უგულავა საუნივერსიტეტო კლინიკაში დაზღვეულ თბილისელებს შეხვდა
18:41 03.09.2012
თბილისის მერი გიგი უგულავა დღეს თბილისის მაღალტექნოლოგიურ საუნივერსიტეტო კლინიკას ესტუმრა და დაზღვეულ თბილისელებს შეხვდა.

როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, გიგი უგულავა სამედიცინო ობიექტში სახელმწიფო დაზღვევის პროექტის ფარგლებში, დაზღვეულებსა და და კლინიკაში დასაქმებულ ექიმებს, სახელმწიფო დაზღვევის პროგამასთან დაკავშირებით ესაუბრა.

მან ექიმებისგან პირადად მოისმინა, თუ რამდენად არიან მზად თბილისელებს კვალიფიციური და ეფექტური მომსახურება უმოკლეს ვადაში გაუწიონ.

1 სექტემბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება დაიწყო. ყველა იმ ბენეფიციარს, რომელმაც სადაზღვევო ვაუჩერი სახლში ვერ მიიღო, შესაძლებლობა აქვს პირველადი ჯანდაცვის ობიექტში ან „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში აიღოს.

სადაზღვევო პოლისით თითოეული დაზღვეული პირი სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით გათვალისწინებულ ყველა მომსახურებას მიიღებს. ახალი სადაზრვევო პროგრამით, საქართველოში მილიონი ადამიანი, ხოლო თბილისში დამატებით 250 000 თბილისელი დაეზღვია.

ბეჭდვა