კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 108-მდე გაიზარდა
კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 108-მდე გაიზარდა
10:34 31.03.2020
ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე კორონავირუსის 108 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მათ შორის 21 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში კარანტინის რეჟიმში 5114 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 263 ადამიანი რჩება.
ბეჭდვა