თბილისის მახლობლად რამდენიმე სოფელს შუქი გაეთიშება
თბილისის მახლობლად რამდენიმე სოფელს შუქი გაეთიშება
18:24 03.09.2012
თბილისის მახლობლად მდებარე რამდენიმე სოფელს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, ქვესადგურში  „კიკეთი“ სარემონტო პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, შუქი 11-დან 17 საათამდე კიკეთის, ბეთანიის და დიდების აბონენტებს არ ექნებათ.

„თელასის“ ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე, მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.

ბეჭდვა