არჩევნების პორტალზე - www.electionsportal.ge საქართველოს მასშტაბით დაფიქსირებულ ინციდენტებთან დაკავშირებით ხვალ პრესკონფერენცია გაიმართება.
არასამთავრობო ორგანიზაციები - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ არჩევნების პორტალზე დაფიქსირებულ ინციდენტებს მიმოიხილავენ.
როგორც „ნიუსპრესს“ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებიდან“ აცნობეს, პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება შეჯამებული მონაცემები, თუ სად ფიქსირდება ყველაზე დიდი რაოდენობის დარღვევები საქართველოს რეგიონებისა და რაიონების მასშტაბით.
ასევე, განიხილება საკითხი, თუ რა კატეგორიის დარღვევები იკვეთება წინასაარჩევნო პერიოდის მიმდინარეობისას ყველაზე მეტად.
