თბილისის ანძა ესპანეთის დროშის ფერებში განათდა
თბილისის ანძა ესპანეთის დროშის ფერებში განათდა
10:26 29.03.2020
კორონავირუსთან ბრძოლაში ესპანეთის მხარდასაჭერად, თბილისის ანძა ესპანეთის დროშის ფერებში განათდა.

ვებრძოლოთ პანდემიას ერთად! ამ ბრძოლაში ჩვენ ვართ თქვენ გვერდით! - ეს არის გზავნილი, რომელსაც ქართველი ხალხი ესპანეთს უგზავნის.

საქართველომ რამდენიმე დღის წინ სოლიდარობა იტალიელ ხალხსაც გამოუცხადა და სიმბოლურად თბილისის ანძა იტალიის დროშის ფერებში გაანათა.

ბეჭდვა