კასპის საბავშო ბაღებში აღსაზრდელთა კუთვნილი პროდუქტის გაცემა დაიწყო
კასპის საბავშო ბაღებში აღსაზრდელთა კუთვნილი პროდუქტის გაცემა დაიწყო
15:03 28.03.2020
კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ტატანაშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლეონიძე, თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ჯავახიშვილი და მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი თეა ხორბალაძე ქალაქის ხუთ საბავშო ბაღში, აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების გაცემას დაესწრნენ.
მერიის გადაწყვეტილებით, 26 საბავშვო ბაღის 1 600 აღსაზრდელის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი არამალფუჭებადი პროდუქტები მშობლებს ურიგდებათ.
პროდუქტების გაცემა ორგანიზებულად, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სოციალური დისტანციის დაცვით მიმდინარეობს.



ბეჭდვა