დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს 30 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გრიგოლ ლორთქიფანიძის, პოლიციის და ენუქიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
