სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები გადაეცათ
სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები გადაეცათ
15:30 03.09.2012
საქართველოს პრეზიდენტის ინიცირებული „განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებს იღებენ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს საქართველოს მასშტაბით, 780 ოქროსა და 1 041 ვერცხლის მედალი გაიცემა.

მედალოსანთა ყველაზე დიდი რაოდენობა თბილისში, იმერეთსა და აჭარაშია.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ დღეს თბილისის სკოლების 300-მდე კურსდამთავრებულს ოქროს მედლები პირადად გადასცა და წარმატებები უსურვა.

ოქროს მედლები დღეს აჭარის რეგიონის წარჩინებულებმაც მიიღეს. აჭარას 111 ოქროსა და 102 ვერცხლის მედალოსანი ჰყავს.

ოქროს მედლები მიიღეს ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონის წარმატებულმა მოსწავლეებმაც. 2011-2012 წლისთვის ქვემო ქართლის რეგიონს 41 ოქროსა და 52 ვერცხლის მედალოსანი ჰყავს ხოლო, კახეთს - 75 ოქროს და 190 ვერცხლის მედალოსანი. იმერეთს - 114 ოქროს და 60 ვერცხლის.

მედალოსან კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები „ეროვნული სასწავლო გეგმით“ რეგულირდება.

2011-2012 სასწავლო წლის წარჩინებით სკოლადამთავრებულებისთვის სახელობითი ოქროსა და ვერცხლის მედლები დამზადდა. სახელისა და გვარის გარდა, მათზე შესაბამისი წელია მითითებული.

ბეჭდვა