მიმდინარე წელს სერტიფიკატი 8 000-მდე პედაგოგს გადაეცემა, რაც შარშანდელ მაჩვენებლელზე ორნახევარჯერ მეტია.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებლებს აპელაციის შედეგების ნახვა საკუთარი 9 ნიშნა საიდენტიფიკაციო კოდით, გამოცდების ეროვნული ცენტრისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდებზე შეეძლებათ.
სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლიდან სერტიფიცირების მსურველები გამოცდის ჩაბარებას წელიწადში რამდენჯერმე შეძლებენ.
ოქტომბრის ბოლოს პედაგოგების ხელახალი რეგისტრაცია გამოცხადდება, უახლოესი სასერტიფიკაციო გამოცდა კი, 2013 წლის იანვრის სასკოლო არდადეგების დროს ჩატარდება.
მასწავლებლები გამოცდებს საჯარო სკოლებსა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩააბარებენ.
პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები მესამე წელია ტარდება. სერტიფიცირების შედეგად, პედაგოგის ხელფასი 75 ლარით იზრდება. კომპიუტერისა და ინგლისურის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, მათ კიდევ 200 ლარი ემატებათ. საუკეთესო 25%-ში მოხვედრილი მასწავლებლის ხელფასი კი, 1 000 ლარია.
