„თელასი“, აბონენტთა მომსახურების სრულყოფის მიზნით, კომპანიის ყველა სიახლის გასაგებად ახალ სერვისს ნერგავს.
როგორც „ნიუსპრესს“ გლდანის აბონენტთა მომსახურების ცენტრში განუცხადეს, სერვისი ჯერ ტესტურ რეჟიმში, გლდანის რაიონის აბონენტებისთვის ირთვება. მისი მეშვეობით, მომხმარებელს „თელასის“ ნებისმიერი სიახლის შესახებ ინფორმაცია ტელეფონის საშუალებით ავტომატურად მიეწოდება.
სერვისით სარგებლობისთვის მოქალაქემ „თელასის“ გლდანის მომსახურების ცენტრში უნდა დარეკოს და აბონენტის ნომერი, გვარი და საკუთარი ტელეფონის ნომერი უნდა დააფიქსიროს. სწორედ აღნიშნულ ნომერზე მიეწოდება მას ახალი ინფორმაცია.
ახალი სერვისი გლდანის აბონენტთა ბაზის სრულად განახლების შემდეგ ამოქმედდება. ეტაპობრივად კი, მოსახურება მთელ თბილისზე გავრცელდება.
