კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 75-მდე გაიზარდა
21:15 25.03.2020
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 75-მდე გაიზარდა.
კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის თანახმად, ამჟამად კარანტინში 4055 ადამიანია, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 252 ადამიანი რჩება.