ჭადრაკის ტურნირებმა ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა
ჭადრაკის ტურნირებმა ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლა
18:34 25.03.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ჭადრაკით დაინტერესებულ ადამიანებს, დისტანციურად თამაშის შესაძლებლობას აძლევს.

ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით დაიწყო ონლაინ ტურნირები ელვისებურ ჭადრაკში.

▶ ონლაინ ტურნირები იმართება შვეიცარული სისტემით, 9 ტურად და მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

▶ ტურნირებში მონაწილოების მისაღებად თავდაპირველად აუცილებელია დარეგისტრირება ვებგვერდზე ➡ www.chess.com, სადაც საქართველოდან შესული მომხმარებელი გაერთიანდება ჯგუფში „Georgian Chess Federation“.

ტურნირისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია ყოველ საღამოს 19:00 საათიდან, ხოლო ასპარეზობა 20:00 საათზე იწყება.

#StopCoV
#დარჩისახლში
#ითამაშეჭადრაკი

ბეჭდვა