საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში  კორონავირუსის 3  ახალი შემთხვევა დადასტურდა
11:23 25.03.2020
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი დღეს კვლავ გაიზარდა. ამ დროისთვის ქვეყანაში უკვე დაინფიცირების 73 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ვებ-გვერდის თანახმად, ამჟამად კარანტინში 4055 ადამიანია, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 252 ადამიანი რჩება.

ბეჭდვა