დედაქალაქის ნაწილს 26 მარტს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
დედაქალაქის ნაწილს 26 მარტს  ელექტრომომარაგება შეეზღუდება
17:40 24.03.2020

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს 26 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.


კომპანია "თელასის" ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ბეღლეთის, გალავნის, ჟონეთის, კაიშაურის, კიკეთის, ნიაბის,

საინგილოს, სათემოს, სომხეთის და გოლოვნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 05 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამხედრო გზატკეცილის, აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორას დასახლების, სოფელი ზურგოვანის, ფარნავაზის გამზირის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის და ნუკრი გერგედავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ამავე მიზეზით, 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის I მიკრორაიონის და მარატ ნოზაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.


კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

ბეჭდვა