თსუ-ში ღია კარის დღეები გაიმართება
თსუ-ში ღია კარის დღეები გაიმართება
10:55 03.03.2012
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღია კარის დღეები გაიმართება.

როგორც "ნიუსპრესს" თსუ-დან აცნობეს, ღია კარის დღეები დღეს და ხვალ უნივერსიტეტის I კორპუსში იგეგმება.

თსუ-ში არსებული პროგრამების შესახებ პრეზენტაციას აბიტურიენტებს ფაკულტეტების დეკანები წარუდგენენ და მათ შეკითხვებს უპასუხებენ.

2012-1013 სასწავლო წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საბაკალავრო პროგრამებზე 4 550 სტუდენტს მიიღებს. თსუ-ის 6 ფაკულტეტზე კი, 200-მდე საგანმანათლებლო პროგრამა მოქმედებს.

ბეჭდვა