საქართველოს მთავრობის და „ფეისბუქის” ადმინისტრაციის თანამშრომლობით, დღეიდან სოციალურ ქსელს www.StopCoV.ge-ს გრაფა ემატება
საქართველოს მთავრობის და „ფეისბუქის” ადმინისტრაციის თანამშრომლობით, დღეიდან სოციალურ ქსელს www.StopCoV.ge-ს გრაფა ემატება
16:01 23.03.2020
საქართველოს მთავრობის და "ფეისბუქის" ადმინისტრაციას შორის აქტიური თანამშრომლობის შედეგად, სოციალურ ქსელ "ფეისბუქს" დაემატა გრაფა - "ახალი კორონავირუსი და მასშტაბური ღონისძიებები", სადაც განთავსებულია ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ www.StopCoV.ge-თან დაკავშირებით.


"ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქების დროს მასშტაბური ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას იხელმძღვანელეთ საქართველოს მთავრობის პლატფორმაზე გამოქვეყნებული მითითებებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე www.StopCoV.ge “, -ვკითხულობთ "ფეისბუქზე".
ბეჭდვა