ახალი კორონავირუსის („COVID-19“) გავრცელებისა და პანდემიის გამოცხადებამ გარკვეული გავლენა მოახდინა მოქალაქეების ინტერნეტაქტივობაზეც. მომხმარებლები უფრო ხშირად არღვევენ კიბერუსაფრთხოების მინიმალურ
მოთხოვნებს, რაც იწვევს კიბერდანაშაულის რაოდენობის ზრდას.
⚠მონაცემთა გაცვლის სააგენტო ყოველდღიურად რამდენიმე დანაშაულებრივ შემთხვევას აფიქსირებს, როდესაც სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციის გავრცელებით ხდება ინტერნეტმომხმარებელთა ყურადღების მიპყრობა, მათი მავნე კოდის შემცველ საიტზე გადამისამართება და კომპიუტერულ სისტემებში არასანქცირებული წვდომის მოპოვება.
