საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 8 პაციენტი განიკურნა
საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 8 პაციენტი განიკურნა
13:38 23.03.2020
საქართველოში კორონავირუსით დაავადებული კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა და მათმა რიცხვმა ერთიანობაში 8 ადამიანი შეადგინა.

ინფორმაცია ამის შესახებ დაავადებასთან დაკავშირებით შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზეა მოყვანილი.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 54 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, კარანტინის რეჟიმში 3320 ადამიანი იმყოფება, სტაციონარული დაკვირვების ქვეშ კი 235 ადამიანი რჩება.

ბეჭდვა