ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო შვიდმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოავარიისას.
დაზარალებულები რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
დაზარალებულთა შორისაა 12 წლის მოზარდი.
მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აიღძრა.
