ქართველმა კალათბურთელებმა რუმინეთის ნაკრები დამაჯერებელი სხვაობით დაამარცხეს
ქართველმა კალათბურთელებმა რუმინეთის ნაკრები დამაჯერებელი სხვაობით დაამარცხეს
10:17 03.09.2012
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა „ევრობასკეტის“ საკვალიფიკაციო ტურნირში რუმინეთის ნაკრები 17 ქულიანი სხვაობით დაამარცხა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ქართველმა კალათბურთელებმა რუმინეთის ნაკრებთან ორივე შეხვედრა კაპიტნის ზაზა ფაჩულიას გარეშე ჩაატარეს, რომელსაც ტრავმა აქვს მიღებული.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც გუნდს 23 ქულა მოუტანა.

ქართველი კალათბურთელები 5 სექტემბერს, სპორტის სასახლეში, ჯგუფის ლიდერს ბოსნიის ნაკრებს უმასპინძლებენ.

ბეჭდვა