გურიის სახელმწიფო რწმუნებული რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
გურიის სახელმწიფო რწმუნებული რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
19:02 19.03.2020
გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე იმსჯელეს. ასევე, ისაუბრეს რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მზაობაზე. " ვფლობთ სრულად ინფორმაციას თუ რა რესურსი გაგვაჩნია და ეს რესურსი საჭიროების შემთხვევაში იქნება გამოყენებული. გურიაში სიტუაცია არის კონტროლირებადი და ყველა უწყება მუშაობს ძალიან ეფექტურად"- განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. შეხვედრას რწმუნებულის მოადგილეები აკაკი შენგელია, ქეთევან მოისწრაფეშვილი, გია ებრალიძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი არჩილ მჟავია დაესწრნენ.


ბეჭდვა