გურიაში, აგარაკის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრიდან ლანჩხუთის
ქუჩების კურთხევა დაიწყო.
სასულიერო პირები სხვადასხვა უბნებისკენ მანქანებით გადანაწილდნენ.
"პატრიარქის კურთხევით დღეს ქალაქის ქუჩებს ვაკურთხებთ. უფალი დაიფარავს, დალოცავს ლანჩხუთს და სრულიად საქართველოს" - აცხადებდნენ ლანჩხუთში მოღვაწე მოძღვრები.
