რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრების მომსახურებას დროებით წყვეტს
რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრების მომსახურებას დროებით წყვეტს
16:39 17.03.2020
ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, 18 მარტიდან, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა დროებით წყვეტს მუშაობას და მგზავრებს შემდგომ მითითებამდე ვერ მოემსახურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს ეფუძნება, რომლის მიზანიც ვირუსის გავრცელების რისკების მაქსიმალურად შემცირებაა.

ბეჭდვა