ანუკი ბიწაძე: საქართველომ ძალიან სწრაფად და ხარისხიანად მიიღო ზომები კორონავირუსთან საბრძოლველად, რასაც ვერ ვიტყვით ევროპის ქვეყნებზე
ანუკი ბიწაძე: საქართველომ ძალიან სწრაფად და ხარისხიანად მიიღო ზომები კორონავირუსთან საბრძოლველად, რასაც ვერ ვიტყვით ევროპის ქვეყნებზე
16:34 17.03.2020
"კარანტინი;
უუდიდესი მადლობა საქართველოს მთავრობა -ს!
მოლოდინს გადააჭარბა იმან რაც თბილისის აეროპორტში დაგვხვდა, იმის ფონზე რომ ისე გავიარეთ ესპანეთის საზღვარი და მერე ესპანეთიდან ჰოლანდიის რომ საერთოოდ არავის შევუმოწმებივართ"-ამის შესახებ ინტერნეტმომხმარებელი, ანუკი ბიწაზე სოციალურ ქსელში წერს.

"თურქეთის მხრიდან საზღვრების ჩაკეტვის გამო მოგვიწია მადრიდიდან ამსტერდამში გადასვლა და ჰოლანდიიდან საქართველოში უკან დაბრუნება;

ცოტა ხნის წინ ჩამოვფრინდით, გავიარეთ შემოწმება, გაგვისინჯეს ტემპერატურა, რადგან წითელი ზონიდან ვიყავით მოგვიწია სავალდებულო კარანტინი;

რა თქმა უნდა 100% მზად ვიყავით ამისთვის;

სპეციალური ავტობუსით გადმოგვიყვანეს თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში;

თანამშრომლები და საპატრულო პოლიცია აღჭურვილია სპეციალური ფორმებით;

არის ძალიან კარგი პირობები, კართან დაგვიტოვეს საკვები(ცხელი,ცივი, ხილი, სასმელი) სასტუმროს იცავს საპატრულოს ორი ეკიპაჟი;

გვიმოწმებენ ტემპერატურას;

სავარაუდოდ დაგვაკვირდებიან რამოდენიმე დღე და თუ სიმპტომები არ გვექნება გაგვიშვებენ თვითიზოლაციაში;

ჩემი აზრით საქართველომ ძალიან სწრაფად და ხარისხიანად მიიღო ზომები კორონავირუსთან საბრძოლველად, რასაც ვერ ვიტყვით ევროპის ქვეყნებზე...."-წერს ბიწაძე სოციალურ ქსელში.
ბეჭდვა