ქუთაისის საავადმყოფოში ლუგარის ლაბორატორიის პასუხს 6 პაციენტზე ელოდებიან
ქუთაისის საავადმყოფოში ლუგარის ლაბორატორიის პასუხს 6 პაციენტზე ელოდებიან
16:23 17.03.2020
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს საღამოს 6 პაციენტის პასუხს ლუგარის ლაბორატორიიდან ელოდებიან - ამის შესახებ ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, თემურ ნადირაძე განაცხადა.

მისივე თქმით დილით მიიღეს 5 პაციენტის პასუხი, რომლებსაც კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

„ღამის საათებში შემოსული არის 6 ახალი პაციენტი - ეს არის კარანტინის ზონიდან სამი პაციენტი, 1 თვითმომართვით, 2 რაიონებიდან გადმოიყვანა სასწრაფომ და ამ 6-ს აეღებათ ანალიზები და საღამოს პასუხები გვექნება. დილით მივიღეთ 5 პაციენტის პასუხი და არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა ვირუსი“ - განაცხადა თემურ ნადირაძემ.
ბეჭდვა