მეშახტეებმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს,
საკუთარი პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და აღნიშნეს, რომ შახტაში მუშაობა არ არის მათი სიცოცხლისთვის უსაფრთხო. მეშახტეები ასევე დამქირავებელი კომპანიისგან ითხოვენ განაცდური დღეების ანაზღაურებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას.
სოფო კილაძის განცხადებით: „ სამწუხაროა რომ მეშახტეთა შრომითი უფლებები მუდმივად ირღვევა და კომპანია სახელმწიფოს მხრიდან, არა ერთი გაფრთხილების და სანქციების მიუხედავათ, მაინც არ აუმჯობესებს სამუშაო პირობებს, დღეს შევთანხმდი რომ მაქსიმალურად შევეცდები, რომ დავეხმარო რათა, მათი უფლებები აღარ დაირღვეს.“
შეგახსენებთ, რომ კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით პარლამენტში გარეშე პირთა შესვლა და შეხვედრები შეიზღუდა და ის ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს.
