სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარული ბაზრებისთვის კორონავირუსის პრევენციის მიზნით რეკომენდაციებს გასცემს
სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარული ბაზრებისთვის კორონავირუსის პრევენციის მიზნით რეკომენდაციებს გასცემს
15:56 17.03.2020
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო, აგრარულ ბაზრებში სახელმწიფო კონტროლთან ერთად, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბიზნესოპერატორებისთვის რეკომენდაციებს გასცემს.

• გაზარდეთ რეცხვა-დეზინფექციის სიხშირე;

• შესაძლებლობის მიხედვით გამოიყენეთ სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაცია;

• სველ წერტილებთან განათავსეთ ხელის დაბანის ინსტრუქცია;

• გამოყენებული ერთჯერადი პარკების, ხელსახოცების, პირბადეების, ხელთათმანების ჩასაყრელად განათავსეთ ნაგვის ურნები, მექანიკური (ფეხით) ასახდელი თავსახურებით;

• ნაგვის ურნების შიგთავსი მოათავსეთ პლასტიკის პარკებში და თავი მჭიდროდ მოუკარით, შემდეგ მეორე პარკში, რომელსაც თავს ასევე მჭიდროდ მოუკრავთ;

• ნაგვის ურნები დაცალეთ სათანადო სიხშირითა და პირობების დაცვით.
ბეჭდვა