საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა და ამ
დროისთვის მაჩვენებელი 34 ადამიანს შეადგენს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 15 ტესტის პასუხიდან ერთი პასუხი დადებითი აღმოჩნდა.
ეზუგბაია პაციენტის მდგომარეობას საშუალო სიმძიმის მდგომარეობად აფასებს. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, ეზუგბაიას თქმითვე, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით კატანტინის რეჟიმში 1008 ადამიანი, სტაციონარული დაკვირვების რეჟიმში კი 64 ადამიანი იმყოფება.
