ტყიბულში ხვალ მეშახტეები საპროტესტო აქციას გამართავენ
ტყიბულში ხვალ მეშახტეები საპროტესტო აქციას გამართავენ
17:51 15.03.2020
ხვალ, 16 მარტს, მეშახტეები ტყიბულში, მინდელის შახტასთან, საპროტესტო აქციას გამართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა კვლავ შრომითი უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებაა. მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მეშახტეები შიმშილობას გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, არასათანადო უსაფრთხოების პირობების შედეგად, შახტაში 5 მეშახტე მოიწამლა: ჰტტპ://ბიტ.ლყ/3აDღქQი

საკონტაქტო პირი: რუსლან ბუცხრიკიძე, +995 592 005 777
აქცია 11:30-ზე დაიწყება.

ბეჭდვა