ამირან გამყრელიძე: სამწუხაროდ, უკვე მესამეული გადაცემის შემთხვევა დაფიქსირდა
ამირან გამყრელიძე: სამწუხაროდ, უკვე მესამეული გადაცემის შემთხვევა დაფიქსირდა
14:21 14.03.2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უკვე ქვეყანაში დადასტურდა შემთხვევა, როდესაც ახალი კორონავირუსით დაინფიცირების მესამე პირზე გადაცემა მოხდა.

ამირან გამყრელიძის თქმითვე, მთელ მსოფლიოში, გარდა ჩინეთისა კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი მზარდი ტენდენციის ხასიათდება და აქედან გამომდინარე, საქართველოში შემთხვევების მატებას უნდა ველოდოთ.

ბეჭდვა