პრემიერი საზოგადოებას მოუწოდებს
პრემიერი საზოგადოებას მოუწოდებს
16:30 13.03.2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია მოქალაქეებს მოწოდებით მიმართავს, რომლის ტექსტსაც უცვლელად გთავაზობთ:

„თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მინდა მოვუწოდო, რომ უბრალოდ:

ხშირად დავიბანოთ ხელი!

მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს!

არ ვიმოგზაუროთ საზღვარგარეთ!

არ დავექვემდებაროთ ზოგიერთი უპასუხისმგებლო ადამიანის პანიკურ განწყობებს!

რისკის ზონაში მოხვედრის შემთხვევაში დაიცავით თვითიზოლაციის წესები!

ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ ჩვენს მოხუცებს, ჩვენს ბავშვებს, ერთმანეთს და საბოლოო ჯამში, ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას“, - მოუწოდა გიორგი გახარიამ მოქალაქეებს.

ბეჭდვა