ხვალ საერთაშორისი სასკოლო პროექტის - SPARE პრეზენტაცია გაიმართება
ხვალ საერთაშორისი სასკოლო პროექტის - SPARE პრეზენტაცია გაიმართება
17:52 01.09.2012
გარემოსდაცვითი განათლების კვირეულის ფარგლებში, ხვალ არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა“ საერთაშორისი სასკოლო პროექტის - SPARE პრეზენტაციას გამართავს.

როგორც „ნიუსპრესს“ გარემოსდაცვითი საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, ღონისძიება მთავრობათაშორისი კონფერენციის „თბილისი+35 გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისთვის“ ფარგლებში ეწყობა.

პროექტი SPARE ნორვეგიის „ბუნების დაცვის საზოგადოების/დედამიწის მეგობრები ნორვეგიის“ მიერ მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება.

მისი მიზანი სკოლებში და საზოგადოებაში ენერგოეფექტურობისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მოხმარების პრინციპების დანერგვააა.

პროექტი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა დაფინანსებული.

ბეჭდვა