ამირან გამყრელიძე: ჩემ რძალს და შვილიშვილებს, რომლებიც თვითიზოლაციაში არიან, საკვებს კართან ვუტოვებ
ამირან გამყრელიძე: ჩემ რძალს და შვილიშვილებს, რომლებიც თვითიზოლაციაში არიან, საკვებს კართან ვუტოვებ
17:19 12.03.2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საზოგადოებას მოუწოდებს, მაქსიმალური თვითშეგნება გამოიჩინონ და თვითიზოლაციის წესები მკაცრად დაიცვან.

„ჩემი რძალი და შვილიშვილებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ყოველ დღე მათთან მიმაქვს საკვები და დახურულ კართან ვუტოვებ, შემდეგ კი მათ მიერ ასევე კარს მიღმა დატოვებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ვყრი“-განაცხადა გამყრელიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

დღეის მდგომარეობით საქართველოში ახალი კორონავირუსის 24 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

ბეჭდვა