პაატა იმნაძე: მთავრობამ შესაძლოა 100 და მეტკაციანი ქორწილები და ქელეხები აკრძალოს
პაატა იმნაძე: მთავრობამ შესაძლოა 100 და მეტკაციანი ქორწილები და ქელეხები აკრძალოს
15:41 12.03.2020
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, გარკვეულ ეტაპზე მთავრობამ შესაძლოა დიდი თავყრილობები აკრძალოს, მათ შორის 100 და მეტკაციანი ქორწილები, ქელეხები და სადღესასწაულო შეკრებები.

„ჩვენი რჩევები იყო, რომ გარდა იმისა, რომ სისტემები ქვეყანაში უნდა იყოს მზად, მოსახლეობაც უნდა მოემზადოს, რომ შეზღუდვები რაღაც ეტაპზე გახდება მეტი.

ეს იყო ჩვენი რეკომენდაცია მთავრობისთვის.

მაგალითად, ესენია 100-კაციანი ქორწილები და ქელეხები. ეს არის ჩვეულებრივი წესის შეზღუდვა. მაგრამ დადგება მომენტი, როცა ეს შეიძლება გასაკეთებელი გახდეს, ამიტომ ამისთვის ყველანი უნდა ვიყოთ მომზადებულები, რომ დიდი თავყრილობები შეიძლება მთავრობამ აკრძალოს“, - განაცხადა იმნაძემ.

ბეჭდვა