ონში საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
ონში საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
15:30 12.03.2020
ონის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოების მეორე ეტაპი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებულ სამუშაოებს შპს "იერი" ასრულებს.

პროექტის ღირებულება 1 991000 ლარია და მოიცავს აღმაშენებლის ქუჩის, აღმაშენებლის მოედნის რეაბილიტაციას და საფეხმავლო ბილიკების კეთილმოწყობას.

ბეჭდვა