ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის 24-ე შემთხვევაც იტალიასთანაა დაკავშირებული
ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის 24-ე შემთხვევაც იტალიასთანაა დაკავშირებული
23:14 11.03.2020
დაავადებათა კონრტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში კორონავირუსით დაავადების 24-ე შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა.

"ჯერჯერობით დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ეს შემთხვევაც იტალიასთანაა დაკავშირებული.

რაც შეეხება კლინიკურ სურათს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არაფერი საგანგაშო არ არის"-განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დღეს ლუგარის ლაბორატორიაში 39 ანალიზი იყო შესული და მხოლოდ ერთზე გამოვლინდა დადებითი პასუხი.

ბეჭდვა