სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდგინდა
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდგინდა
12:42 11.03.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ადასტურებს, რომ მინისტრის მოადგილეს, იური ნოზაძეს 10 მარტს, განმეორებით ჩატარებული კვლევების შედეგად კორონა ვირუსი COVID-19 დაუდასტურდა.

"გამომდინარე იქიდან, რომ მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის ოჯახის წევრს გასული კვირის ხუთშაბათს დაუდასტურდა კორონა ვირუსი COVID-19, იგი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. პარასკევს გაკეთებული პირველადი კვლევის შედეგი იყო უარყოფითი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მკურნალობას ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს. აღსანიშნავია, რომ ეპიდემიოლოგები შემხებლობის პერიოდიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად არ აყენებენ რისკის ქვეშ სამსახურში მასთან შემხებლობაში მყოფი თანამშრომლების ჯანმრთელობას"-აცხადებენ სამინისტროში.
ბეჭდვა