ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღია კარის დღეები გაიმართება.
როგორც "ნიუსპრესს" თსუ-დან აცნობეს, ღია კარის დღეები 3-4 მარტს უნივერსიტეტის I კორპუსში იგეგმება.
თსუ-ში არსებული პროგრამების შესახებ პრეზენტაციას აბიტურიენტებს ფაკულტეტების დეკანები წარუდგენენ და მათ შეკითხვებს უპასუხებენ.
2012-1013 სასწავლო წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საბაკალავრო პროგრამებზე 4 550 სტუდენტს მიიღებს. თსუ-ის 6 ფაკულტეტზე კი, 200-მდე საგანმანათლებლო პროგრამა მოქმედებს.
