ონში არსებული სანიაღვრე არხების რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები
დაიწყო.
პროექტის მიმდინარეობას, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 136 588 ლარს შეადგენს, მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
შემსრულებელი ფირმა"იმედი"შპს.
სამუშაოების დასრულების შემდგომ, დაცული იქნება ქალაქის მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და სავარგულები.
