საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა
11:47 05.03.2020
საქართველოში ე.წ. ახალი კორონავირუსის უკვე მეოთხე შემთხვევა დადასტურდა.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა წინა სამ შემთხვევასთან შედარებით მძიმეა.

კორონავირუსის ახალი შემთხვევა იტალიიდან ჩამოსულ პირს დაუდგინდა, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ინფექციურ საავადმყოფოს კი სიმპტომების გართულების შემდეგ მიმართა.

ბეჭდვა