ძლიერი წვიმის გამო სამაშველო სამსახურში 30-მდე გამოძახება შევიდა
ძლიერი წვიმის გამო სამაშველო სამსახურში 30-მდე გამოძახება შევიდა
10:31 01.09.2012
ძლიერი წვიმის გამო თბილისის სამაშველო სამსახურში დაახლოებით, 30 გამოძახება შევიდა.

როგორც „ნიუსპრესს“ სამაშველო სამსახურში განუცხადეს, გამოძახებები ძირითადად, სახლების სარდაფებიდან და პირველი სართულებიდან წყლის ამოტუმბვას ეხებოდა.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციითვე, მოსახლეობისგან გამოძახებები ძირითადად ვაკე-საბურთალოს რაიონებიდან შევიდა.

წვიმის გამო ქუჩებში მანქანების ჩახერგვასა და ნგრევას ადგილი არ ჰქონია.

ამ დროისთვის სამაშველო სამსახურში მსგავსი გამოძახებები აღარ ფიქსირდება.

ძლიერმა წვიმამ გუშინ თბილისის რამდენიმე რაიონი, კერძოდ, ვაკე-საბურთალო, მთაწმინდა და დიდუბე დატბორა, რამაც ქუჩებში ავტომანქანების გადაადგილება შეაფერხა. წერეთლის გამზირის ნაწილს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგიაც.

ბეჭდვა