დაღუპული სამხედროების დედებს 3 მარტი ჯარისკაცებმა მიულოცეს
დაღუპული სამხედროების დედებს 3 მარტი ჯარისკაცებმა მიულოცეს
18:59 03.03.2020
თავდაცვის მინისტრის ინიციატივით აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედროების დედებს 3 მარტი ჯარისკაცებმა მიულოცეს. სამხედროები მთელი საქართველოს მასშტაბით დილიდან სამშობლოსათვის დაღუპული მეგობრების ოჯახებს სტუმრობდნენ.

მათ დაღუპული სამხედროების დედებს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაგზავნილი თაიგულები და მადლობის წერილები გადასცეს.

ბეჭდვა