დღეიდან ახალი სადაზღვევო პოლისები ამოქმედდება
დღეიდან ახალი სადაზღვევო პოლისები ამოქმედდება
10:09 01.09.2012
ჯანმრთელობის დაცვის ახალი სადაზღვევო პოლისი დღეიდან ამოქმედდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან სადაზღვევო მომსახურებით 600 ათასამდე პენსიონერი ისარგებლებს.  პოლისი ამბულატორიული მომსახურებისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარჯებს სრულად დაფარავს. გათვალისწინებულია ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობისთვის საჭირო თანხები.

პოლისების დარიგება ჯანდაცვის სამინისტრომ 16 ივლისიდან დაიწყო, რომელიც 100 ათასამდე სტუდენტს და 5 წლის ჩათვლით, ყველა ბავშვს გადაეცა.

ჯანმრთელობის დაცვის პოლისი ყველა პენსიონერმა პენსიასთან ერთად აიღო. ვისთანაც პენსია „ლიბერთი ბანკის“ მეშვეობით მიჰქონდათ, პოლისი ასევე ბინაზე მიუტანეს. ასეთივე, მომსახურებით ისარგებლეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმაც.

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, პოლისების ამოქმედების შემდეგ, კლინიკებში მოქალაქეთა მიმართვიანობა გაიზრდება, ამიტომ, წარმოქმნილი რიგების მოსაწესრიგებლად, 300-ზე მეტი მონიტორი გადამზადდა. ისინი პოლიკლინიკებში განაწილდებიან.

მინისტრის თქმით, მონიტორების გარდა, დიდ ქალაქებში მობილური ჯგუფებიც იმოძრავებენ, რათა ყველა პრობლემაზე, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას, რეაგირება დროულად მოახდინონ.


ბეჭდვა