„რიყე-ნარიყალას“ საბაგირო შეცვლილი განრიგით იმუშავებს
„რიყე-ნარიყალას“ საბაგირო შეცვლილი განრიგით იმუშავებს
18:09 03.03.2020
გეგმური სამუშაოების გამო, „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა 4 და 5 მარტს მგზავრებს შეცვლილი განრიგით მოემსახურება. საბაგირო გზა მუშაობას 10:00 საათის ნაცვლად, 12:00 საათზე დაიწყებს.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პროცესი, კერძოდ, საბაგირო გზის ანძებზე საპოხი სამუშაოებია დაგეგმილი.

ბეჭდვა