კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით რუსთაველის თეატრში სპექტაკლების განრიგი შეიცვალა
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით რუსთაველის თეატრში სპექტაკლების განრიგი შეიცვალა
19:24 02.03.2020
ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით პრემიერ- მინისტრის ხელმძღვანელობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული ახალი რეკომენდაციების საფუძველზე რუსთაველის თეატრში დაგეგმილი სპექტაკლები 3 მარტიდან - 16 მარტის ჩათვლით გადადებულია.

გთავაზობთ ამ პერიოდში დაგეგმილი სპექტაკლების განახლებულ განრიგს:

3 მარტი - ,,უკანასკნელი დედოფალი“- მცირე სცენა გადატანილია -17 მარტს

8 მარტი - ,,თორმეტი განრისხებული მამაკაცი“- დიდი სცენა გადატანილია -18 მარტს

10 მარტი ,,უკანასკნელი დედოფალი“- მცირე სცენა- გადატანილია -19 მარტს

12 მარტი - ,,ქარი მწყურია მე პირდაპირი“ ექსპერიმენტული სცენა -გადატანილია - 26 მარტს

14 მარტი ,,თამაშის დასასრული „ დიდი სცენა გადატანილია - 29 მარტს.

აღნიშნულ სპექტაკლებზე შეგიძლიათ ისარგებლოთ უკვე შეძენილი ბილეთებით.

მოხსნილი სპექტაკლები:

6 მარტი - ,,ასულნი“- დიდი სცენა

7 მარტი- ,,ვანო და ნიკო“- დიდი სცენა

11 მარტი- ,,სტუმარი“- ექსპერიმენტული სცენა

13 მარტი ,,ბედი ქართლისა“ - დიდი სცენა

15 მარტი -,, დაკანონებული უკანონობა“

რუსთაველის თეატრში სადეზინფექციო სამუშაოები განხორცელდება 4 მარტიდან.


ბეჭდვა