თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, დეპუტატებმა დედაქალაქში რამდენიმე უსახელო ქუჩისთვის სახელების დარქმევის გადაწყვეტილება მიიღეს.
საკითხი განსახილველად სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლაშა იმედაშვილმა წარადგინა.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ვაკე-საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმის მე-5 და მე-6 მ/რაიონების მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე უსახელო ქუჩას შალვა ახალციხელის სახელი მიენიჭა, ხოლო ვაკე-საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმიდან ე.წ მუხათგვერდის სასაფლაომდე მიმავალ უსახელო გზას მუხათგვერდის სახელი დაერქვა.
ასევე, გურამ ქუთათელაძის სახელი მიენიჭა გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩის პარალელურ უსახელო ქუჩასა და მასთან მდებარე ორ შესახვევს.
დღევანდელ სხომაზე დადებითად გადაწყდა თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში მდებარე გაზაფხულის ქუჩის გაგრძელების საკითხიც.
