ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 6 სარეაბილიტაციო პროექტი ხორციელდება
ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 6 სარეაბილიტაციო პროექტი ხორციელდება
20:02 28.02.2020
ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილი სამელიორაციო ინფრასტრუქტურული სარეაბილიტაციო პროექტები და საექსპლუატაციო ღონისძიებები განიხილეს საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა, დავით წითლიძემ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრაზე.

დავით წითლიძემ მუნიციპალიტეტების მიხედვით ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია იმ პროექტებზე, რომელსაც საქართველოს მელიორაცია ახორციელებს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პროექტებთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს.

ამჟამად ქვემო ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 6 სარეაბილიტაციო პროექტი ხორციელდება, რომლის დასრულების შემდეგ დამატებით 2 900 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება, ხოლო სარწყავი წყლის მიწოდება 4 ათას ჰექტარზე მეტ სავარგულზე გაუმჯობესდება.



ბეჭდვა